Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 5 საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ ქონებაზე. 1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მოძრავი და ისეთი უძრავი ქონება, რომლის დემონტაჟიც შესაძლებელია ძირითადი ქონების დაზიანების გარეშე და რომელიც შექმნილია ან შეძენილია ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის მიერ, არის ამ სუბიექტის საკუთრება, თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებული არ არის საკომპენსაციო ნავთობით და გაზით. თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებულია, იგი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთანავე, სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს ანაზღაურებული ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას და თავის თავზე აიღოს ამ ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის რისკი და ხარჯები. 2. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის მიზეზის მიუხედავად, ლიცენზიით გამოყოფილ ფართობზე და მის წიაღში განთავსებული ნებისმიერი ნაგებობა და სხვა უძრავი ქონება არის სახელმწიფოს საკუთრება, მიუხედავად იმისა, ანაზღაურებულია თუ არა ამ ქონების საფასური. |