Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 21 სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სიხშირე. 1. საქონლის მიკვლევადობისა და გადაადგილების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო მის მიერ შერჩეული საქონლის ნიმუშის საფუძველზე არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ახორციელებს საქონლის მწარმოებლისა და გადამამუშავებლის სახელმწიფო კონტროლს. 2. რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში საბოლოო საქონლის ნიმუშის საფუძველზე ყოველწლიურად მოწმდება საქონლის მწარმოებელი, ხოლო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში − საქონლის მწარმოებელი ან გადამამუშავებელი, რომელიც თავის საქონელს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართავს/ბაზარზე განათავსებს. თუ ერთი ოპერატორი რამდენიმე მწარმოებლის ან გადამამუშავებლის საქონელს ჩართავს სამოქალაქო ბრუნვაში/განათავსებს ბაზარზე, ხორციელდება საქონლის მწარმოებლების ან გადამამუშავებლების საქონლის შესაბამისი ნიმუშების სახელმწიფო კონტროლი. 3. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის მიკვლევადობასთან, გადაადგილებასა და სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქონლის მწარმოებლის ან გადამამუშავებლის კონტროლი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ ხორციელდება. |