FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  711

მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჰაერო გადამზიდველი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდოს მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები და მგზავრის სახელის შესახებ ჩანაწერის მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნუსხა, მათი მიწოდების, დამუშავების, შენახვის, გაცემის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  711

მუხლი 72. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) და მისი (მათი) განხორციელების წესი 1. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პირადი მიზნებისთვის, ისე დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული მიზნით.
2. სპეციალიზებულ ექსპლუატაციას (საავიაციო სამუშაოებს) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს დეკლარაციის ან ავტორიზაციის საფუძველზე, ხოლო სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
3. სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
4. თუ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილია პირობები, რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გამო იზღუდება ან იკრძალება სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელება, სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ამ ორგანოებთან შეთანხმების ვალდებულება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ეკისრება.