Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 3 კანონის მოქმედების სფერო. 1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე, აგრეთვე იმ ორგანიზაციაზე/უწყებაზე, რომელიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს ექვემდებარება ან ამ სუბიექტთანაა დაკავშირებული დასაქმების, სტაჟირების, სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობით და აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 3 2. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 3 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მასმედიაზე, გამომცემლობათა რედაქციებზე, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის. 4. ნებისმიერ იურიდიულ პირს ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, უფლება აქვს, ნებაყოფლობით აიღოს ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები. კომერციული ბანკი, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით. 6. ამ კანონის დებულებები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ნორმების მოქმედებაზე, რომლებიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემის დამუშავებას, სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვას. |