FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  11

ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა.
1. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ერთიანობა.
2. ყველა ოჯახის წევრს აქვს უფლება, მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად იქნეს განხილული.
3. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას გაუხანგრძლივდა ჰუმანიტარული სტატუსი ან გაუგრძელდა დროებითი დაცვის ვადა, მასთან ერთად მყოფ მის ოჯახის წევრსაც, ისევე, როგორც არასრულწლოვანს, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც/მეურვეც/მზრუნველიც/მხარდამჭერიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას უხანგრძლივდება ჰუმანიტარული სტატუსი ან უგრძელდება დროებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17 ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.