FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  92

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება.
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ძალადობისგან ბავშვის დაცვის და სხვა მიზნებით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.