Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საზღვაო კოდექსი article 28 ა) გემი: ა.ა) დიდი გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი; ა.ბ) პატარა გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა 100 ტონაზე ნაკლებია, მათ შორის, ზომამცირე გემი; ა.გ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვაგვარად. მშენებარე გემი შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, რისთვისაც საჭიროა მომავალი გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა. მშენებარე გემის რეგისტრაციის ფაქტი არ არის მისი კუთვნილების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე ერთადერთი ფაქტი; ბ) მთავარი რეგისტრატორი − სააგენტოს დირექტორი; გ) რეგისტრატორი − პირი, რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება; დ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო; ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება − ამ კოდექსითგათვალისწინებულიგემის რეგისტრაციის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება; |
საზღვაო კოდექსი article 28 ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეგისტრაციის გაუქმება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი დროებით დარეგისტრირებული გემისრეგისტრაციის ვადის გასვლამდე არ მიმართავს სააგენტოს გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის; ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; ზ-1) გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა − ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა, რის საფუძველზედაც გემს აღუდგება საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება; ზ-2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება; თ) რეგისტრაცია − გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია: თ.ა) მუდმივი რეგისტრაცია − გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია; |
საზღვაო კოდექსი article 28 თ.ბ) ვადიანი რეგისტრაცია − გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; თ.გ) დროებითი რეგისტრაცია − გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში; ი) აღიარებული აგენტი – პირი/ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე გემთმფლობელებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმოადგენს; კ) უნიკალური ნომერი − ციფრების, ასოების ან სხვა სიმბოლოების წყობა, რომელიც გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ელექტრონულ მოწმობაზე ამ მოწმობის იდენტიფიცირებისთვის. |