Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 341 პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საფუძველი და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია. . 2. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავება მოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან განიხილონ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საკითხი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) პირის დაკავების მომთხოვნი ორგანო; გ) ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა; დ) მითითება იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ექსტრადიციის მიზნით ხორციელდება; ე) დანაშაულის ხასიათი და სამართლებრივი აღწერილობა; ვ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი; |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 341 ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ; თ) ინფორმაცია პირის ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ; ი) განაჩენის არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია იმის თაობაზე, აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად; კ) ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადის და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია და დაადგინონ ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ამ კანონის 34-2 მუხლით განსაზღვრული ვადები. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 341 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიცია შესაძლებელია ასევე განხორციელდეს, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №866 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 341 პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საფუძველი და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია. 1. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. |