FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  13

მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა.
1. სასამართლოს მიერ მხარეთათვის ან საქმეში მონაწილე სხვა პირისათვის გაგზავნილ ყველა უწყებაზე, დოკუმენტსა თუ წერილზე უნდა აღინიშნოს გაგზავნის თარიღი.
2. სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
3. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, სასამართლოს მოთხოვნით ვალდებულია დანიშნოს სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დოკუმენტების მიღებაზე.
5. თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ის, რომ მას აქვს მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება.
6. მხარეს უფლება აქვს მიიღოს ამ დოკუმენტის ასლი საკუთარი ხარჯით ან გააკეთოს ამონაწერი სასამართლოს კანცელარიაში.