Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ article 4 მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის შექმნის შეტყობინების ვალდებულება. 1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს. 2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის და ამის შესახებ ამ კანონის თანახმად შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის მომენტად ითვლება მომხმარებლის მიერ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის დანიშნულებისამებრ საწყისი გამოყენება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე , რომელიც ცვლის მის შინაარსს, აფართოებს ან ავიწროებს მის ფარგლებს, გავლენას ახდენს მასთან ურთიერთობაზე ან თანმდევ ბიზნესპროცესებზე, ამასთანავე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემზე. |