Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნიადაგის დაცვის შესახებ article 3 ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები. ნიადაგდაცვითი ღონისძიებები და საშუალებებია: ა) ნიადაგის პასპორტიზაცია შესაბამისი პერიოდულობის დაცვით და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა; ბ) ნიადაგის გამოფიტვის მიზეზების, სამელიორაციო, მიკრობიოლოგიური, აგროქიმიური და გეობოტანიკური კვლევა, ბონიტირება და კადასტრის პერიოდულად შედგენა; გ) ეროზიისაგან ნიადაგის დაცვისათვის ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ჰიდროტექნიკური, ნიადაგდაცვითი ღონისძიებების კომპლექსური შერჩევა; დ) დამლაშების, დაჭაობების, ასევე ნიადაგის გამჟავების თავიდან აცილების მიზნით აგროსამელიორაციო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა სწორი შერჩევა; ე) ნიადაგის რესურსების დაცვა სტიქიური მოვლენებისაგან (წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; ვ) სათიბ-საძოვრების ნიადაგის დაცვის, მათი ნაყოფიერების ამაღლებისა და მცენარეული საფარის გაუმჯობესების კულტურულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება; ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა და მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვების აკრძალვა, საძოვართა მორიგეობის, ე.წ. როტაციის დამკვიდრება; |
ნიადაგის დაცვის შესახებ article 3 ზ) სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების კარიერული წესით მოპოვების შედეგად დაზიანებული ნიადაგის რეკულტივიცია და მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) რადიონუკლიდებით, ტოქსიკური ნივთიერებებით, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებით ნიადაგის დაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან დაცვა; ი) ნიადაგის ეტალონური ტიპების შენარჩუნება და აღკვეთილების მოწყობით მონიტორინგის ორგანიზაცია; კ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების სწორი სტრუქტურა; ლ) ნიადაგის დამუშავების პროგრესიული აგროტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების, რწყვის, ნიადაგის მელიორაციის ეფექტიანი მეთოდებისა და ჰუმუსის ბალანსის რეგულირებისათვის თესლბუნვის დანერგვა, ორგანული და მინერალური სასუქების, მელიორანტების გამოყენება. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3003 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. |