Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 38 განრიდება. 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. 2. პროკურორი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და განრიდების შესახებ. 3. პროკურორის მიერ განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით განრიდების გამოსაყენებლად საქმის განხილვისას ან განრიდების გამოყენების შესახებ მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის განხილვისას გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არასრულწლოვნის ასაკი, ბრალეულობის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი, არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანი, სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, დანაშაულისშემდგომი ქცევა, არასრულწლოვნის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული და ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. |