Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
იურიდიული დახმარების შესახებ article 21 საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება. 1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე; |
იურიდიული დახმარების შესახებ article 21 საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება. . ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. 2. ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. 2 -1. საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას; ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 21 3. იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ. 4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 6. საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 21 7. იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისათვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება საბჭოს მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. |