FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  82

არასრულწლოვნის მკურნალობა.
1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით, პრევენციული სამედიცინო მომსახურებითა და სპეციალური სამედიცინო ინვენტარით. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს და იმ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული. თუ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების შესახებ ეჭვს აღუძრავდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც.