Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საგზაო მოძრაობის შესახებ article 24 ქვეითის მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. 1. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქვეითმა გადაადგილებისათვის არ უნდა ისარგებლოს გზის სავალი ნაწილით. გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას მან უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. 2. თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები: ა) ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი მოცულობის ნივთი, შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, თუ მისი ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს; ბ) ქვეითთა ჯგუფებს, რომლებიც ორგანიზებულად გადაადგილდებიან ან მსვლელობით მიდიან, შეუძლიათ იარონ გზის სავალ ნაწილზე; ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მათი მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არაუმეტეს ოთხი კაცისა. ქვეითთა ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარნებით (წინ – თეთრით, უკან – წითლით). |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 24 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მას უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან. 4. ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. ველობილიკის არსებობისას ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს მასზე, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მან არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთათვისაც ველობილიკზე მოძრაობა ნებადართულია. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 24 5. დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე. მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად უნდა იმოძრაონ. 6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. 7. ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას: |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 24 ა) თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა უნდა შეასრულოს ამ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები; ბ) თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა. 8. ქვეითმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთოს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულას გასწვრივ. თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს. იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრამდე და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 24 9. გზის სავალ ნაწილზე გადასვლისას ქვეითი არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა დაბრკოლების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში. 10. გზის სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით. 11. ქვეითმა თავი უნდა შეიკავოს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან/და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 24 12. ქვეითმა, რომელიც სარგებლობს გორგოლაჭებით, გორგოლაჭებიანი დაფით, თვითმგორავით, ციგით ან სხვა მსგავსი საშუალებით, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე სავარძელ-ეტლით მოძრავ ადამიანებს ან ქვეითებს. 13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასაჯდომად გზის სავალ ნაწილზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ მისი გაჩერების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გზის სავალი ნაწილი. 14. ქვეითს ეკრძალება ორმხრივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე ან მის გასწვრივ მოძრაობა, თუ მასზე ტროტუარი არ არის. 15. ქვეითთა რეგულირებული და არარეგულირებული გადასასვლელები განიმარტება ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ანალოგიურად. |