Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 52 გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები. 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) შეასრულოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნები ამ კანონის მე-60 და 68-ე მუხლების შესაბამისად; ბ) შეიმუშაოს გადამცემი სისტემის განვითარების ყოველწლიური გეგმა არანაკლებ ათწლიანი პერიოდისთვის ამ კანონის 53-ე მუხლის, სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სხვა სისტემების ოპერატორების სათანადოდ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად; გ) განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები და დაიცვას გამჭვირვალე და ეფექტიანი წესები და პირობები გადამცემ სისტემასთან მესამე პირების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებისთვის ამ კანონის 57-ე, 58-ე, 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად; დ) განახორციელოს გადამცემ ქსელთან გამანაწილებელი სისტემებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის, სამრეწველო მომხმარებლების, არადისკრიმინაციული და ყველაზე ოპტიმალური მიერთების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები, წესები და პირობები, ამ კანონის 59-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 52 ე) დაიცვას გადამცემი სისტემის დისპეტჩერიზაციის წესები და პირობები და შეასრულოს დისპეტჩერის ფუნქციები, რაც გულისხმობს გადამცემ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების საოპერაციო სიმძლავრეების, წარმოების ასეთი ობიექტების მიერ გამომუშავებული და გადამცემ სისტემაში მიწოდებული ენერგიის ნაკადების ან/და გადამცემ სისტემაში არსებული ენერგიის სრული ნაკადების მართვას, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ტრანსსასაზღვრო გადადინების მიზნით ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების ჩათვლით; ვ) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის დაბალანსება და მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ზ) უზრუნველყოს დამხმარე მომსახურების შესყიდვა და სასისტემო მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ) უზრუნველყოს სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის ფუნქციების განხორციელება, აგრეთვე მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონის 62-ე, 63-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, გადამცემ ქსელში არსებული სიმძლავრეების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების, ეფექტიანი გამოყენებისთვის; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 52 ი) მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გადამცემი სისტემისა დამასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობების გამოსაყენებლად; კ) უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელებისას მიღებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად და გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც არადისკრიმინაციული გზით ბაზარზე გარკვეული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა; ლ) შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ის მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა ენერგეტიკული ბაზრების გამჭვირვალობასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად გადამცემი ქსელის წესებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად; მ) ხელი შეუწყოს მიწოდების უსაფრთხოებას გადამცემი სისტემის ადეკვატური სიმძლავრისა და საიმედოობის უზრუნველყოფით და იმოქმედოს ამ კანონის XXXIII და XXXIV თავებით დადგენილი მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; ნ) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ზრდისა და გარემოს დაცვის მიზნით; ო) გამოიყენოს ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის თანამედროვე მეთოდები გადამცემი სისტემის, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების, მოვლა-პატრონობასა და განვითარებასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტების დაცვით; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 52 პ) ითანამშრომლოს სხვა სისტემების ოპერატორებსა და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მათთან საოპერაციო შეთანხმებებს და ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას ამ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების შესაქმნელად; ჟ) დაადგინოს ქსელის უსაფრთხოების მინიმალური შიდა საოპერაციო წესები და ვალდებულებები ამ კანონისა და გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; რ) ხელი შეუწყოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასა და ლიბერალიზაციას; ს) კომისიას და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს მიაწოდოს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების გარდა, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ახორციელებს გადატვირთვის საფასურისა და გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის კომპენსაციის მექანიზმის ფარგლებში საფასურის ადმინისტრირებას, უზრუნველყოფს მესამე პირების გადამცემ სისტემასთან დაშვებას და მათ მიერ გადამცემი სისტემით სარგებლობის მართვას, ხოლო ასეთ დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში − დასაბუთებული ახსნა-განმარტების გაცემას, რასაც ზედამხედველობას უწევს კომისია. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 52 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. |