Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 142 ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა. 1. საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა დროებით შეწყდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის არსებობით ან ქსელის მოვლა-პატრონობასთან ანდა ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებით. 2. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ბუნებრივი გაზის სისტემაში ავარიული შემთხვევების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების, თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად. ასეთი შემთხვევებში მომხმარებლებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან შეზღუდვის თაობაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მათი გავლენისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 142 3. ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული, ხორციელდება წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებელს ასეთი შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს ინდივიდუალურად, სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვადების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა შეზღუდვის გარეშე, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებმა შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც იწვევს ქსელის მუშაობის შეფერხებას ან/და ბუნებრივი გაზის მიწოდების ხარისხის გაუარესებას, თუ შესაბამისი მომხმარებელი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, რომელმაც შესაძლოა ბუნებრივი გაზის სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 142 5. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებელს, რომელიც საშუალებას არ აძლევს სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, შევიდეს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მოწყობილობის დასამონტაჟებლად, შესაკეთებლად ან შესამოწმებლად. 6. ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელებით ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება ბუნებრივი გაზის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების წესებით. 7. ამ მუხლით დადგენილი პირობები არ ზღუდავს ამ კანონის 113-ე მუხლის შესაბამისადშესაბამისი საბოლოო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გადაცემასთან, განაწილებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლებას. |