FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროფესიული განათლების შესახებ

article  31

საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა.
1. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს.
2. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის მიზანი უნდა იყოს მხოლოდ მისი ეკონომიკური მდგრადობა, სასწავლო პროცესის განვითარება, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვება და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
3. სასწავლო პროცესში შექმნილი საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხმარდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების მიღწევას და მისი ფუნქციების შესრულებას.