Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პენიტენციური კოდექსი article 12 პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები. 1. პირს სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება. 2. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი), თუ მინისტრის ბრძანებით მას განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვალდებულება. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით. 3. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს. 4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის პენიტენციური სისტემის მოსამსახურის სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი). 5. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, სასწავლო კურსის გავლის გარეშე. 6. სამსახურში უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურე; |
პენიტენციური კოდექსი article 12 ბ) კონკურსით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ თანამდებობის კონკურსით/დაწინაურების წესით დასაკავებლად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება მოსამსახურის გადაყვანა. აღნიშნულ თანამდებობაზე მოსამსახურის წარდგენა ხდება მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 7. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასწავლო კურსის გავლის მოთხოვნა. |
პენიტენციური კოდექსი article 12 8. სამსახურში მისაღები პირი (კანდიდატი) გადის სპეციალურ შემოწმებას. სპეციალური შემოწმება არის საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია კანდიდატის ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა. კანდიდატი თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მინისტრი განსაზღვრავს: ა.ა) სამსახურში პირის მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამსახურში მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესს; ა.ბ) სასწავლო კურსის სახეებს, მოსამსახურის მიერ სასწავლო კურსის გავლის, მისი სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს, სერტიფიკატის მოქმედების ვადას; ა.გ) მოსამსახურის დაწინაურების წესს; ა.დ) სამსახურის იმ თანამდებობების ნუსხას, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესს; |
პენიტენციური კოდექსი article 12 ბ) სამსახურის გენერალური დირექტორი, თანამდებობის სპეციფიკისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის შინაარსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. |