Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 32 კოლექტიური ნიშნის დებულება. 1. კოლექტიური ნიშნის განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. განაცხადს უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქპატენტს წარუდგინოს კოლექტიური ნიშნის დებულება. 2. კოლექტიური ნიშნის დებულება უნდა შეიცავდეს: ა) გაერთიანების სახელწოდებას; ბ) გაერთიანების წევრთა სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; გ) გაერთიანების მიზანს; დ) კოლექტიური ნიშნით სარგებლობისა და მისი გამოყენების კონტროლის პირობებს; ე) გაერთიანების წევრთა უფლება-მოვალეობებს კოლექტიურ ნიშანზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; ვ) იმ საქონლის ჩამონათვალსა და ერთიან მახასიათებლებს ან საერთო მაჩვენებლებს, რომლისთვისაც განკუთვნილია კოლექტიური ნიშანი. 3. თუ კოლექტიური ნიშანი შეიცავს გეოგრაფიულ სახელს, დებულება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნებისმიერ პირს, რომლის საქონელი წარმოიშვა აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონში და აკმაყოფილებს დებულებით განსაზღვრულ კოლექტიური ნიშნის გამოყენების პირობებს, უფლება აქვს გახდეს გაერთიანების წევრი და ჰქონდეს ამ ნიშნით სარგებლობის უფლება. 4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლექტიური ნიშნის დებულებას. |