Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 24 საბოლოო საქონლის შემოწმება. 1. სურსათის ან ალკოჰოლიანი სასმლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საბოლოო საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მოიცავს საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად საქონლის ნიმუშის აღებას. 2. არასასურსათო საქონლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მოიცავს საქონლის ფიზიკური და სხვა ძირითადი მახასიათებლების შემოწმებას. 3. საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად საქონლის ნიმუშის აღებას ახორციელებს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. |