Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 20 სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა. 1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა არის სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანი სტრატეგიული და ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის ძირითადი ინსტრუმენტი. 2. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისთვის, მომხმარებელთან, რესპონდენტსა და ადმინისტრაციული მონაცემების მიმწოდებელთან აქტიური თანამშრომლობით. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ამ პროცესში მონაწილეობენ და საქსტატს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენ. 3. საქსტატი შესაბამისი გამჭვირვალე და დოკუმენტირებული პროცესების საფუძველზე ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების, მათი საქმიანობისა და ამ საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტში ჩართვას შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ა) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ავლენს ამ კანონის პირველი და მე-5 მუხლების დებულებებისა და ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესრულებისთვის მზადყოფნას და მათი შესრულების შესაძლებლობას; ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაგეგმილი საქმიანობა (აქტივობა) და მისი შედეგები არ ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოს საქმიანობის (აქტივობის) და მისი შედეგების დუბლირებას. |
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 20 4. საქსტატი პასუხისმგებელია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებისთვის. ეს ანგარიში განსახილველად და დასამტკიცებლად საბჭოს გადაეცემა. |