FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  95

საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილება.
1. ბავშვის უფლებათა საკითხებზე საქართველოს საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების განხორციელებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც აღიარებულია ბავშვის უფლებათა შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და დადგენილია ამ კოდექსით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის:
    ა) შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;
    ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლეთა პროფესიულ გადამზადებას და ადგენს მოსამართლეთა სპეციალიზაციის სტანდარტს;
    გ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას;
    დ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი სასამართლო ფორმების, სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურების და სამართალწარმოების წესის ადაპტირებას;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  95

ე) კოორდინაციას უწევს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეში ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების დანერგვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელს უწყობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სამართლებრივი შეფასებით, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებით.
4. საქართველოს საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეში ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების დანერგვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას კანონის შესაბამისად.