FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საზღვაო კოდექსი

article  30

1. გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს.
2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, ამტკიცებს გემის რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.
3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე ან ვადიან რეგისტრაციამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით, დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.