FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

article  112

1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა მათ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დაცვის მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით დროისა და ადგილის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს ორი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი შეკრების ან მანიფესტაციის არსებობის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წესდება, თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა უფლებები დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება.