Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ article 7 სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვა. 1. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახელმწიფო მართვის მიზანია: ა) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სტაბილური და დაბალანსებული განვითარება, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას გარემოს დაცვისა და ეკონომიკური ინტერესების შეთავსება; ბ) უარყოფითი ეფექტის მქონე ეროზიული და აკუმულაციური პროცესების დროული პროგნოზირება და ოპერატიული ლიკვიდაცია ან ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა. 2. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გამოყენებასა და იქ მიმდინარე ეროზიულ და აკუმულაციურ პროცესებზე მეთვალყურეობას ახორციელებს დეპარტამენტი , რომელიც უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა სამეურნეო საქმიანობის კონტროლის მიზნით; ბ) შეიმუშაოს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენებისაგან თავდაცვის პრევენციული და ამ პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. |