Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 70 გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება (პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა); ბ) დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადა. 2. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ. 3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო. ეს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ დასაცავ პირს. 4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება. 5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს. |