Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
აკვაკულტურის შესახებ article 2 გ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი; დ) აკვაკულტურის კოლექტორი − წყალსატევში უხერხემლოთა ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებლად და გამოსაზრდელად ჩაყენებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია, სხვა სახის კონსტრუქცია; ე) აკვაკულტურის სუბიექტი − პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უფლება აქვს, განახორციელოს აკვაკულტურის საქმიანობა; |
აკვაკულტურის შესახებ article 2 ვ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა და განმეორებით გამოყენება; ზ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან; თ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება; ი) მარიკულტურა − აკვაკულტურა საზღვაო წყლებში; კ) ჰიდრობიონტი − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი); |
აკვაკულტურის შესახებ article 2 ლ) ბუნებრივი საკვები ბაზა − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია; მ) ინტროდუქცია − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა; ნ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება; ო) ხელოვნური აღწარმოება − ჰიდრობიონტისგან სასქესო პროდუქტის ხელოვნურად მიღება, კვერცხუჯრედის ხელოვნურად განაყოფიერება, ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კონტროლირებულ პირობებში ინკუბაცია, შთამომავლობის მიღება, სიცოცხლისუნარიან სტადიამდე გამოზრდა და შემდგომ მისი ბუნებრივ წყალსატევში გაშვებით წყლის ბიოლოგიური რესურსის ოდენობის შენარჩუნება ან/და გაზრდა; პ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული; ჟ) უცხო სახეობა − წყლის ორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც მკვიდრი არ არის და, როგორც წესი, საქართველოს წყლებში არ ბინადრობს; |
აკვაკულტურის შესახებ article 2 რ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა; ს) გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და აკვაკულტურის სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად ინფორმაციის (მონაცემების) ჩაწერასა და შენახვას; ტ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა − საზღვაო არეალი, რომელშიც აკვაკულტურის განვითარებას სხვა სახის სარგებლობის მიმართ უპირატესობა ენიჭება და რომელიც უმთავრესად აკვაკულტურისთვისაა განკუთვნილი; უ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომლის მიხედვით, ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი სანებართვო პირობების ან შეთანხმების დადასტურებას; ფ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ქ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; |
აკვაკულტურის შესახებ article 2 ღ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა; ყ) წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, საზრდელი, ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებელი სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი). |
აკვაკულტურის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა; |