Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 134 მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება. 1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს: ა) ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას პირდაპირი ტელეხიდით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით; ბ) კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას საკონტაქტო პირის მეშვეობით, სასწავლო მასალის მიწოდებით და ურთიერთობის წერილობითი ფორმის გამოყენებით. |
პენიტენციური კოდექსი article 134 3. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რამდენადაც შესაძლებელია, ციფრული სწავლების ფორმით. საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების კორესპონდენციული სწავლების ფორმით მიღების უფლებით. 4. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება ფინანსდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-16 ნაწილით ან 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. |