FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

article  3

კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აკვაკულტურა, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას;
    ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება − უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის;
    გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი;
    დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

article  3

დ-1) წევრი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს. წევრები არიან მეპაიე, ასოცირებული წევრი და ინვესტორი წევრი;
    ე) ეკონომიკური მონაწილეობა – სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი; ე-1) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისთვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, ამ კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;
    ვ) საპაიო შენატანი – მეპაიის მიერ საპაიო ფონდში ფულადი სახით, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული სავალდებულო შენატანი; ვ-1) დამატებითი შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, მეპაიის სურვილით, საპაიო ფონდში ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას; ვ-2. (ამოღებულია - 11.12.2019, №5498);
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

article  3

ვ-3. (ამოღებულია - 11.12.2019, №5498); ვ-4) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ საპაიო ფონდში ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული/ინვესტორი წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ვ-5) საერთო კრება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი ორგანო; ვ-6) სათათბირო ხმა − ასოცირებული/ინვესტორი წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრასა და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების მიღებისას სათათბირო ხმა მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება;
    ზ) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434);
    ი) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434);
    კ) სასაქონლო ბრუნვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი;
    ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

article  3

მ) საპაიო ფონდი – პაისა და სხვა შენატანების ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება;
    ნ) (ამოღებულია - 11.12.2019, №5498);
    ო) მინიმალური პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ადგენს საერთო კრება;
    პ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის განვითარების სააგენტო.