FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პროფესიული თეატრების შესახებ

article  15

გარდამავალი დებულებანი.
1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.
2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
პროფესიული თეატრების შესახებ

article  15

4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე კანონის შესაბამისად უზრუნველყონ სარეკომენდაციო საბჭოების ჩამოყალიბება და მათი დებულებების დამტკიცება.
5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
პროფესიული თეატრების შესახებ

article  15

6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გამოცხადდნენ მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სამხატვრო ხელმძღვანელთა და თეატრების დირექტორთა დანიშვნამდე. პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალურ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრების დირექტორები ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული პროფესიული თეატრები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულად. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.