Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 75 საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები. 1. საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობები განისაზღვრება „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენციის, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ვალდებულებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 3. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება შესაბამისი მოვალეობების შესრულებისაგან, თუ იგი მათ დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო ვერ შეასრულებს ან არასათანადოდ შეასრულებს. |