FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  13

ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტა. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული საფუძვლები შესაბამისი დოკუმენტური ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში:
    ა) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა;
    ბ) თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა;
    გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას;
    დ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზები;
    ე) დადგინდა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა.