Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ article 3 არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. 1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის გავლის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების საფუძველზე. 2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ხასიათი სამხედრო სამსახურში არსებულ სირთულეებს უნდა შეესაბამებოდეს. 3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში პირთა გაწვევას ახორციელებს სახელმწიფო კომისია. 4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების მსგავსი სოციალური დაცვის გარანტიებით. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიები და მათი შესრულების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა შრომით სტაჟში ეთვლება. |
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ article 3 6. ამ კანონის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებისა და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის მიზნით, აგრეთვე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. |