Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 11 საბაჟო საიდუმლოება. 1. საბაჟო ორგანოში პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციისა, არის საბაჟო საიდუმლოება. 2. პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საბაჟო საიდუმლოებას შეიცავს, სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. საბაჟო ორგანო და მესამე პირი, რომელმაც ამ მუხლის საფუძველზე მიიღო საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის საიდუმლოება. 4. საბაჟო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საბაჟო ორგანოში არსებულ, საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების მიმართ. |