FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  20

ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია.
1. ქობულეთის აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის მიზნით. ქობულეთის აღკვეთილის შექმნის ძირითადი მიზანია აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობა.
2. ქობულეთის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.
3. ქობულეთის აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ:
    ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
    ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
    გ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
    დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით  ავტომოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
    ე) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
    ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
    ზ) ქობულეთის აღკვეთილის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ქობულეთის აღკვეთილის ფიზიკური დაცვა);
    თ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  20

ი) სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) ვიზიტორთა გადაადგილება და მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება;
    კ) ( ამოღებულია – 25.03.2013, №480);
    ლ) არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება.
4. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები, რომლებიც დგინდება დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის მიხედვით.