FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  105

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა;
    ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა, გარდა ამ კანონის 75-ე მუხლის „დ.ბ-1და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით;
    დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით;
    ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  105

ვ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
    ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.