FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  229

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო/სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ამ კოდექსის 44-12 და 173-13 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოს/სამსახურს აქვს ამ კოდექსის 44-2, 44-3, 44-5 და 44-7–44-11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  229

3. ამ კოდექსის 44-2, 44-3, 44-5 და 44-7– 44-11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს/სამსახურის სათანადო თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.
4. ამ კოდექსის 44-2, 44-3, 44-5 და 44-7– 44-11 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით შეიძლება ელექტრონულად დაედოს.