FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  47

ეროვნული ბანკის ამოცანები და მიზნები საფინანსო სექტორის ზედამხედველობის თვალსაზრისით. ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური რისკების შემცირებას. მუხლი 47-1. (ამოღებულია) მუხლი 47-2. (ამოღებულია) მუხლი 47-3. (ამოღებულია) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. მუხლი 47-4. (ამოღებულია) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. მუხლი 47-5. (ამოღებულია) მუხლი 47-6. (ამოღებულია) მუხლი 47-7. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  47

მუხლი 47-8. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საფინანსო სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის სფეროში 1. ამ კანონით გათვალისწინებულ სფეროში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოსი), სესხის გამცემი სუბიექტის ან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარს/განცხადებას და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას. კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრის/განცხადების და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკურენციის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი კონკურენციის დამრღვევს დააკისრებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის დამრღვევის მიმართ ფულად ჯარიმასთან ერთად გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისას უპირატესობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დაადგინოს ზღვრული ოდენობები, რომელთა გადაჭარბების შემთხვევაშიც კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წინასწარ წერილობით უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და ფულადი ჯარიმები.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და მას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადასცემს.