FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  80

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა დაცვის და მათზე ზრუნვის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს:
    ა) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს;
    ბ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;
    გ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის წესს;
    დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ წახალისების ფორმების და სხვა ღონისძიებების გამოყენების წესს;
    ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების წესს;
    ვ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული წარმოების პროცედურებს;
    ზ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზების წესს;
    თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესსა და პირობებს;
    ი) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმეების წარმოების წესს.