Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროფესიული განათლების შესახებ article 30 პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება. 1. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები და მუნიციპალიტეტები. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ აგრეთვე სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად. 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის შემოსულობები და გადასახდელები მის ბიუჯეტში აისახება. კოლეჯს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი აქვს ანგარიში და აქვს ბეჭედი. |
პროფესიული განათლების შესახებ article 30 4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან. 5. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა პირებმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა. |