Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 35 თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები. 1. თუ მონაცემთა დამუშავებაშიჩართულიარიან თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები, ისინი ვალდებული არიან წინასწარ წერილობით განსაზღვრონ ამ კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით თითოეულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვისა და ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. 2. თუ მონაცემთა თანადამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და წერილობითი შეთანხმებით. 3. თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაცემთა სუბიექტისთვის. მონაცემთა სუბიექტს არ ეზღუდება თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლება. |