Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 11 პირის სამსახურში მიღება. 1. სამსახურში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე). 2. მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. პირი სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. პირი სამსახურში მიიღება კონკურსით, გარდა ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-5−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე. 5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; |
პენიტენციური კოდექსი article 11 დ) შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება (ეს მოთხოვნა ვრცელდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის დანაყოფის მოსამსახურეებზე). 6. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით ან/და შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება. 7. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით, ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 8. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-13 მუხლის, მე-18 მუხლის, მე-19 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 22-ე–25-ე მუხლების, 27-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებისა და მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა) და 29-ე მუხლის მოქმედება. 9. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები, ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. |