Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 75 გ) გადაიბაროს და პირად განკარგულებაში მიიღოს მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, საბუღალტრო ჩანაწერი და წიგნი, მათ შორის, ელექტრონულად ან სხვა ფორმით; დ) მოიპოვოს ან აღიდგინოს მფლობელობა მოვალის კუთვნილ ქონებაზე, თავი მოუყაროს მოვალის ქონებას და ამ მიზნით გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების უფლება ან განახორციელოს სხვა ქმედება, ან აწარმოოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც რეაბილიტაციის მიზნებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს; ე) მოიწონოს ან შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები; ვ) გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს მოვალის ქონება აუქციონზე ან ხელშეკრულების საფუძველზე. მოვალესთან დაკავშირებულ პირთან ნასყიდობის, ლიზინგის ან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოვალის ქონება განიკარგება, შეიძლება დაიდოს მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით, ხოლო კრედიტორთა კომიტეტის არარსებობის შემთხვევაში − კრედიტორთა კრების თანხმობით; ზ) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვაგვარად მოიზიდოს ფულადი სახსრები და ამ მიზნით მოვალის ქონების მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 75 თ) მიიღოს საჭირო საკადრო გადაწყვეტილებები − შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლები, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით დადოს ახალი შრომითი ხელშეკრულებები ან შეწყვიტოს არსებული შრომითი ხელშეკრულებები; ი) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე სასამართლოს ან კრედიტორების თანხმობის გარეშე განკარგოს მოვალის ქონება, გარდა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონებისა და პირობადებული საკუთრებისა; კ) დანიშნოს იურისტი, ბუღალტერი ან სხვა პროფესიის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის ჩართულობაც აუცილებელია რეაბილიტაციის მმართველის მიერ თავისი ფუნქციების წარმატებით შესრულებისთვის; ლ) გამოვიდეს მოვალის წარმომადგენლად სასამართლოში, წამოიწყოს ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი ან წარმოება; მ) მოიპოვოს ან შეინარჩუნოს დაზღვევა მოვალის ეკონომიკურ საქმიანობასა და ქონებასთან დაკავშირებით; ნ) მოვალის სახელით აითვისოს, მიიღოს, შექმნას ან ინდოსამენტით დაადასტუროს ნებისმიერი ჩეკი ან თამასუქი; ო) დანიშნოს წარმომადგენელი ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის განხორციელებაც მიზანშეწონილია წარმომადგენლის მეშვეობით; პ) განახორციელოს მოვალის ქონების რეალიზაციისთვის საჭირო ყველა ქმედება; ჟ) განახორციელოს რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო გადახდები; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 75 რ) დააფუძნოს მოვალის შვილობილი კომპანიები; ს) მოვალის შვილობილ კომპანიებს კანონით დადგენილი წესით მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მოვალის საწარმო ან/და ქონება; ტ) იჯარით (ქირავნობით) გასცეს ან მიიღოს ნებისმიერი ქონება, რომელიც საჭიროა ან ხელსაყრელია მოვალის ეკონომიკური საქმიანობისთვის; უ) შეწყვიტოს მოვალის ქონებაზე დადებული იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობა განაცხადოს მის შეწყვეტაზე და აღიდგინოს მფლობელობა იჯარისგან გამოთავისუფლებულ ქონებაზე; ფ) მოვალის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულება მოვალის ნებისმიერი ვალის ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის შესახებ, მათ შორის, ურთიერთკომპრომისული შეთანხმების ან ვალის მოვალის სასარგებლოდ ცალმხრივად ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის სახით; ქ) პარტნიორებისგან მოითხოვოს მოვალის საწესდებო კაპიტალში შეუტანელი შენატანების განხორციელება, თუ ეს გათვალისწინებულია კორპორაციული დოკუმენტებით; ღ) იმ პირის გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესში, რომელსაც მოვალის მიმართ აქვს დავალიანება, წარადგინოს მოთხოვნა, როგორც შესაბამისი რიგის კრედიტორმა, და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის განაწილებაში; ყ) სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 75 6. მოვალის არცერთ პარტნიორს, დასაქმებულს ან დირექტორს არ აქვს უფლება, რეაბილიტაციის მმართველის თანხმობის გარეშე განახორციელოს მოვალის ხელმძღვანელობა ან წარმომადგენლობა. რეაბილიტაციის მმართველის მიერ გაცემული თანხმობა შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალური. 7. რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს. 8. რეაბილიტაციის მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა მოიპოვოს მოვალის იმ აქტივებისა და ქონების კონტროლისა და მოვლა-პატრონობის უფლება, რომლებზედაც, მისი მოსაზრებით, მოვალეს შესაბამისი უფლებები აქვს. 9. რეაბილიტაციის მმართველი საქმიანობის განხორციელებისას მოლაპარაკებებს აწარმოებს კრედიტორებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად. 10. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინებებში ასახული მითითებები, რათა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს მოვალის საქმიანობისა და ქონების მართვა. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 75 რეაბილიტაციის მმართველი. 1. რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობა, რაც გულისხმობს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მოვალეობას. რეაბილიტაციის მმართველს რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად და ვალდებულებების შესასრულებლად აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი ვალდებულება. 2. მოვალის დასაქმებული, დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები ვალდებული არიან უფლებამოსილებების განხორციელებისას ითანამშრომლონ რეაბილიტაციის მმართველთან და დაეხმარონ მას. 3. რეაბილიტაციის მმართველის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებამოსილებები არ ზღუდავს ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის მინიჭებულ ზოგად უფლებამოსილებებს. 4. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია: ა) მიიღოს ზომები მოვალის წარმოების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად; ბ) მოვალის სახელით განახორციელოს ყველა შესაბამისი ქმედება და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 75 შ) განახორციელოს ცვლილება მოვალის რეგისტრირებულ მისამართსა და სხვა მონაცემებში, რომელთა რეგისტრაციაც სავალდებულოა; ჩ) მოიწვიოს მოვალის პარტნიორთა კრება და მოითხოვოს მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება; ც) კრედიტორებისგან მოითხოვოს მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რაც არ გულისხმობს კრედიტორთა კრების ჩატარებას; ძ) კრედიტორებზე გაანაწილოს ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები. ამ დროს იგი ვალდებულია გაითვალისწინოს პრეფერენციული მოთხოვნები; წ) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ჭ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა ქმედებები. 5. გარიგებას, რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, რეაბილიტაციის მმართველი დებს კრედიტორთა კრების თანხმობით. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით. |