FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  23

3. საქპატენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება არაუგვიანეს 15 დღისა.
4. თუ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ კომპეტენტურ უწყებას შეატყობინოს.
5. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატაროს მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტი.
6. კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას ხელმძღვანელობს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიზანშეწონილობისა და თანასწორობის პრინციპებით.
7. კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას ამოწმებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას.
8. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია მაკონტროლებელ ორგანოს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ზედამხედველობის განსახორციელებლად აუდიტის ჩატარებისთვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  23

9. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი და ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული აუდიტი უნდა დასრულდეს დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
11. თუ აუდიტის ჩატარებისას დადგინდა, რომ მაკონტროლებელი ორგანო ვერ ასრულებს მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებით განსაზღვრულ ამოცანებს და დროულად ვერ იღებს შესაბამის ზომებს, კომპეტენტური უწყება დაუყოვნებლივ წყვეტს მაკონტროლებელი ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირებას.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  23

მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება.
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს კომპეტენტური უწყება „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
2. მაკონტროლებელი ორგანო კომპეტენტურ უწყებას წარუდგენს თითოეული რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად, კალენდარული წლის დამთავრებიდან 3 თვის ვადაში, აგრეთვე კომპეტენტური უწყების მოთხოვნის საფუძველზე. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე:
    ა) იმ პირთა სიას, რომელთა სახელმწიფო კონტროლიც განხორციელდა, და აღნიშნული კონტროლის შესახებ ინფორმაციას;
    ბ) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას;
    გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად გამოყენებული ღონისძიებებისა და მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას;
    დ) იმ სერტიფიკატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც გაუქმებულია ან რომელთა მოქმედებაც შეჩერებულია.