Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 76 პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. 1. საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის დასახიჩრების ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია ამ პირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი (ამ შემთხვევის შედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად დააკლდა, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული პირის (დაზარალებულის) დასახიჩრება ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია. 2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ. |
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 76 3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე. |