Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 4 ინფორმაციული უსაფრთხოების წესები. 1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესები, რომლებიც ემსახურება ამ კანონის დებულებათა აღსრულებას და განსაზღვრავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას. 2. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს. ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები დგინდება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების მხედველობაში მიღების გზით, პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ხოლო მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისთვის − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 4 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებს პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები განსახილველად წარუდგენენ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − ციფრული მმართველობის სააგენტოს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ეცნობებათ აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების ბიურო ახორციელებენ ამგვარად მიწოდებული დოკუმენტების ზოგად ანალიზს და მათში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად წარადგენენ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს ან/და რეკომენდაციებს. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების ბიურო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისგან გამოითხოვონ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასთან, დანერგვასთან, მონიტორინგსა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 4 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელი არ მიუწვდებათ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 10-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ნებაყოფლობით უზრუნველყოფს მათთვის ინფორმაციისა და ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ კომერციულ ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარდგენა და განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების მიმართ შესასრულებლად სავალდებულო მითითებების ან/და რეკომენდაციების გაცემა. 6. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების დამატებით სტანდარტებსა და მოთხოვნებს ადგენს ეროვნული ბანკი. |