Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო შესყიდვების შესახებ article 37 ჩარჩოშეთანხმება #. 1. ჩარჩოშეთანხმება არის ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია ამ შეთანხმების ფარგლებში დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების პირობების დადგენა, კერძოდ, შესყიდვის ობიექტის მოსალოდნელ ფასთან და, საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობასთან დაკავშირებით. ჩარჩოშეთანხმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი რაოდენობა ან/და მიწოდების კონკრეტული ვადა წინასწარ ცნობილი/განსაზღვრული არ არის. ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს და ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორს/ოპერატორებს შორის. 2. ჩარჩოშეთანხმების მოქმედების ვადა 4 წელს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, რომელიც ჩარჩოშეთანხმების საგნიდან გამომდინარეობს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 37 3. თუ ჩარჩოშეთანხმება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, შესყიდვის ხელშეკრულება იდება ჩარჩოშეთანხმების პირობების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ეკონომიკურ ოპერატორს მის წინადადებაში დამატებითი პირობის გათვალისწინების თხოვნით. დაუშვებელია ისეთი დამატებითი პირობის გათვალისწინება, რომელიც ჩარჩოშეთანხმების პირობების არსებით ცვლილებას იწვევს. 4. თუ ჩარჩოშეთანხმება რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, შესყიდვის ხელშეკრულება იდება: ა) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვის გარეშე, თუ ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის ობიექტურ წესებს. ეს წესები გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის პირობებით; ბ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვით, თუ ჩარჩოშეთანხმება არ ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის ობიექტურ წესებს; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 37 გ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის ნაწილობრივ გამართვით, თუ ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიდგომებს. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით იყო გათვალისწინებული. არჩევანი, თუ რომელი საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება იქნება შესყიდული კონკურენტული პროცესის გამართვით ან მისი გამართვის გარეშე, შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ ობიექტურ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. შესყიდვის პირობებში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე ჩარჩოშეთანხმების პირობები, რომლებზედაც შესაძლებელია კონკურენტული პროცესის გამართვა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით მიმართავს ეკონომიკურ ოპერატორებს; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორებს განუსაზღვრავს წინადადებების წარდგენის გონივრულ ვადას შესყიდვის ხელშეკრულების საგნის სირთულისა და წინადადებების წარსადგენად აუცილებელი ვადის გათვალისწინებით; გ) წინადადებების წარდგენა წერილობით ხდება და ეს წინადადებები მათი წარდგენის ვადის ამოწურვამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 37 დ) შესყიდვის ხელშეკრულება იდება საუკეთესო წინადადების მქონე ეკონომიკურ ოპერატორთან, რომელიც შესყიდვის პირობებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდება. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად არ შეისყიდოს ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი, თუ ამის შესახებ მითითებულია ჩარჩოშეთანხმების პირობებში. |