Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 94 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება. 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების, ბავშვის მონაწილეობის, მისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ბავშვის გარემოსდაცვითი განათლების დონისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 94 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. |