FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  66

კონტროლი და დახმარება.
1. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ფუნქციას პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელძღვანელობა.
3. გამოსაცდელ ვადაში სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობა ან დააკისროს მას ახალი მოვალეობა.